სტრატეგია
ჩვენი ერთერთი სტრატეგიაა მუდმივი განვითარება და განახლება. მას შემდეგ, რაც ის დაფუძნდა 1980 წელს, ISOMAT მუდმივად ცდილობს არ ჩამორჩეს მოდას. ჩვენი წარმატებაა სხვადასხვა განსხვავებულ შედეგზე ორიენტირება, რაც სტრატეგიულად შეირჩება კომპანიის მიერ როგორც ჩვენი კორპორატიული ფილოსოფიის გამოსახულება.
ჩვენი წარმატება მიიღწევა
მუდმივი ინვესტირების გზით, რასაც ვახორციელებთ:
- ახალ ვერტიკალურად ინტეგრირებულ და სრულად ავტომატიზირებულ საწარმოო ქარხნებში;
- თანამედროვე მექანიკურ ტექნიკაში;
- ახალ და ულტრათანამედროვე შესაძლებლობებში;
- მუდმივ მოდერნიზაციაში ჩვენი ინფრასტრუქტურის (ERP, WMC, CRM, BPM და ა.შ.)
სპეციალიზირებული და ნიჭიერი პერსონალისგან შემდგარი ჩვენი ადამიანური რესურსების მუდმივი ზრდით, რომელთა მიზანიც არის ხედვა და სტრატეგია. ჩვენთვის აქ ISOMAT-ში, ჩვენი ხალხი წარმოადგენს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას. კომპანიის უპირველესი მიზანია შეინარჩუნოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალი, უზრუნველყოს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები და ჩაატაროს მუდმივი ტრენინგი ტექნიკური თუ საგანმანათლებლო სემინარების მოწყობით.
ახალ პროდუქციაში რეგულარული კვლევისა და განვითარების დარგში წვლილის შეტანით, თანახმად ტექნოლოგიური განვითარებებისა სამშენებლო სექტორში, ვაკმაყოფილებთ ყოველი ბაზრის მოთხოვნებს, სადაც ჩვენ ვფუნქციონირებთ. ჩვენს კომპანიას გააჩნია სრულად ორგანიზებული და თანამედროვე R&D განყოფილება, აღჭურვილი ულტრათანამედროვე ტექნიკით და სპეციალიზირებული სამეცნიერო პერსონალით, რომელიც მუშაობს 5 სხვადასხვა ქიმიურ ლაბორატორიაში. ISOMAT R&D განყოფილება ქმნის ახალი პროდუქტების მთელ არეალს ყოველ წელს და მჭიდროდ თანამშრომლობს ხარისხის მართვის დეპარტამენტთან, რომელიც შედგება 2 დამატებითი ქიმიურ ლაბორატორიისგან.
კორპორატიული კულტურის შექმნით ის ახალისებს დასაქმებულებს, რათა მათ თავის მხრივ გასწიონ შესაბამისი და მყისიერი მომსახურება კლიენტებისათვის და ჩამოაყალიბონ უფრო ძლიერი ურთიერთობები ჩვენს კლიენტთა ბაზასთან. ამ მხრივ, ISOMAT კონცენტრაციას ახდენს მისი კლიენტების ტრენინგზე სემინარების მოწყობის საშუალებით, მაშინ როდესაც ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების სპეციალიზირებული ინჟინრები უზრუნველყოფენ სწრაფ და პასუხისმგელობით სავსე ტექნიკურ მხარდაჭერას როგორც პროფესიონალებისათვის, ასევე ფიზიკური პირებისათვის.
შედეგზე ორიენტირებულ პერსპექტივაზე დაყრდნობით, პროდუქციისა და კომერციული კომპანიების შექმნით იხსნება გზა ახალი ბაზრებისაკენ. შერჩეულია რა საექსპორტი ორიენტაცია, ჩვენმა კომპანიამ განავითარა ორგანიზებული საექსპორტო გაყიდვების განყოფილება, რომლის მიზანიც არის ახალი ბაზრების გახსნა და იმ არსებულ ბაზრებზე შესაბამის დონეზე დასწრება, სადაც ჩვენ ვფუნქციონირებთ. ამასთან დამატებით უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვეყრდნობით ჩვენს მონაწილეობრივ შედეგს კერძო თანამედროვე სავაჭრო შოუ რუმებში, რასაც ვაწყობთ საერთაშორისო გამოფენებზე, რეგიონებში აზიიდან ამერიკის კონტინენტამდე. ამჟამად, ISOMAT ფლობს 2 საწარმოო კომპანიას სერბეთსა და რუმინეთში, 5 კომერციულ კომპანიას გერმანიაში, რუსეთში, თურქეთში, ბულგარეთსა და სლოვენიაში, და ამავდროულად ახორციელებს საექსპორტო გაყიდვებს ადგილობრივი დისტრიბუტორების საშუალებით მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში.