ინოვაცია – R&D
ISOMAT-ის შემთხვევაში, ჩვენ მუდამ ორიენტირებულები ვართ ინოვაციაზე და ახალი პროდუქციის განვითარებაზე. ამ მიზნით, ჩვენი კომპანია ფლობს სრულად ორგანიზებულ R&D განყოფილებას, რომელიც მოიცავს 5 სხვადასხვა ქიმიურ ლაბორატორიას და აღჭურვილია სპეციალიზირებული სამეცნიერო პერსონალით, რომელიც ამუშავებს 10-20 ახალ პროდუქტს ყოველ წელს, აკმაყოფილებენ რა ცვალებად საბაზრო მოთხოვნებს და უახლეს ტექნოლოგიურ განვითარებებს სამშენებლო სექტორში. ამავდროულად, R&D განყოფილება აუმჯობესებს არსებული პროდუქტის პორტფელს საბაზრო მოთხოვნებთან პარალელურად.
ახალი პროდუქციის შექმნა არის საჭირო პროცესი, რაც ფუნდამენტურია ჩვენი კომპანიის სტრატეგიისათვის განახორციელოს მუდმივი განვითარება როგორც საბერძნეთში და ასევე განსაკუთრებით მომთხოვნ უცხო ქვეყნის ბაზრებზე.
ბოლო წლებში, ჩვენ კონკრეტულად კონცენტრაცია მოვახდინეთ მთელი რიგი პროდუქციის არეალზე განახლებისა და სარემონტო სამუშაოებისათვის. ამ მხრივ, ჩვენ ძალიან გავამდიდრეთ ჩვენი სარემონტო პროდუქციის კატეგორია და განვავითარეთ დეკორაციის თუ რენოვაციის ელემენტების ბევრი ახალი ხაზი. ჩვენს მიერ განვითარებული პროდუქციის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფი იყო ISOMAT ფერთა სისტემის საღებავები ინტერიერისა და ექსტერიერისათვის, რამაც გაუხსნა გზა ISOMAT-ის წარმატებას ინდუსტრიული საღებავების განსაკუთრებით კონკურენციულ ბაზარზე. ჩვენი საღებავების განახლება ხდება ყოველ წელს ახალი და უფრო სპეციალიზირებული ელემენტებით, როგორიც არის ISOMAT ხის დაცვის პროდუქციის ხაზი, რაც განახლებულია მათი ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
მიკრო ცემენტისა და დეკორატიული საღებავბის სისტემების ხაზი, გამოყოფილი იატაკებისა და კედლებისათვის, რამაც მნიშვნელოვნად შეაღწია ბევრ ბაზარზე მათი ხარისხისა და საბოლოო ბრწყინვალე შედეგის წყალობით, არის სრულად შესაბამისი განახლების პროცესთან და ინტერიერისა და ექსტერიერის ესთეტიკურ რემოდელირებასთან.
სამშენებლო ენერგიის განახლებით სამუშაოებს რაც შეეხება, რაც მხარდაჭერილია და გამყარებული ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში, ჩვენ განვავითარეთ ექსტერიერის თერმული იზოლაციის ინტეგრირებული პროდუქტის სისტემების ხაზი, კერძოდ ISOMAT THERMOSYSTEM და KELYFOS, ორივე სერტიფიცირებული ETAG 004, EAD 040083-00-0404, რაც წარმოადგენს შენობების განახლებისათვის ბრწყინვალე გადაწყვეტისათვის, მათი ფასადების შეკეთებისათვის.
უფრო მეტიც, 2012 წელს ISOMAT განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რათა შეექმნა სრული, ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოო ქარხანა პოლიურეთანის პროდუქციისა, გაამდიდრა რა კომპანიის პორტფელი ინოვაციური ISOMAT POLYURETHANE SYSTEMS რაც თავის მხრივ მოიცავს ჰიდროსაიზოლაციო მასალებს, იატაკის საღებავებს, იზოლაციას, პრაიმერებსა და თვითწებოვან საშუალებებს. ISOMAT ამჟამად არის ერთერთი იმ მცირე კომპანიათაგანი, რომელიც ფლობს ასეთ ტექნოლოგიას სამშენებლო მასალების დარგში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აძლევს რა კომპანიას კონკურენტუნარიან უპირატესობას განახორციელოს საექსპორტო გაყიდვების შემდგომი განვითარება და შეღწევა ახალ ბაზრებზე.