კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა
დასაწყისიდანვე, ISOMAT იმართება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადობის ღირებულებებით. ISOMAT-თვის, CSR არის მუდმივი თვითგანვითარება, ეფექტური განვითარების ხარჯზე, და კომპანიას შეუძლია მოახდინოს მისი კორპორატიული ხედვის მატერიალიზაცია, რითიც აუმჯობესებს ადამიანურ კაპიტალს და უფრო ფართე საზოგადოებას.
ჩვენთვის აქ ISOMAT-ში, ჩვენი ხალხი არის ჩვენი ძირითადი ღირებულება, სადაც ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ ინვესტიციას და რისი წყალობითაც ჩვენ ვვითარდებით. კომპანიის უპირველესი მიზანია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის შენარჩუნება, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა და მუდმივი ტრენინგი ტექნიკური თუ საგანმანათლებლო სემინარების მოწყობით. ამასთან დამატებით უნდა ითქვას ის, რომ ჩვენი პერსონალი ნერგავს CSR პრაქტიკას ურთიერთობებში ჩვენს კლიენტებთან, აანალიზებს მათ მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას.
რაც შეეხება გარემოს, ISOMAT მიზანია დანერგოს ბუნებრივი გარემოს მდგრადი განვითარებისა და დაცვის უზრუნველყოფის პოლიტიკა. კომპანია იყენებს გარემოს მართვის სისტემას, სერთიფიცირებულს თანახმად ISO 14001, ხელმისაწვდომი ბუნებრივი რესურსების მოხმარების, ჰაერის დაბინძურების და მისი პროდუქციის წარმოების პროცესში ენერგიის დაზოგვის შემცირების ხედვით. გადამუშავება ასევე პრიორიტეტია მენეჯმენტისა და პერსონალისათვის, ეყრდნობა რა კომპანიის ძირითად კორპორატიულ პოლიტიკას.
ISOMAT-ის წვლილია ასევე განათლებისა და კულტურის სფეროში, სადაც ის მონაწილეობას იღებს კვლევით პროგრამებში უნივერსიტეტების საშუალებით, მაშინ როდესაც პროფესიული ტრენინგის სექტორის გაძლიერების მხრივ ის საშუალებას აძლევს უნივერსიტეტს და პროფესიულ სასწავლებელთა სტუდენტებს ესტუმროს კომპანიის ქარხნებს.
ISOMAT-ში, CRS აყალიბებს კომპანიის დინამიური განვითარების სექტორს, სადაც კომპანიის მიზანია არა მხოლოდ ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ წვლილის შეტანა სოციუმში. მდგრადი განვითარებისა და კორპორატიული პასუხისმგებლობის ღირებულებები ყოველთვის მართავს კომპანიას, თუკი ის განმსჭვალულია ჩვენი ხალხისა და გარემსოათვის ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით. ISOMAT-თვის, სოციალური პასუხისმგებლობა არ არის პასიური კონცეფცია, არამედ ის წარმოადგენს უკეთეს და მეტად მყარ მომავალს.